სადამრიგებლო პროგრამა

სადამრიგებლო საათის პროგრამა

სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

> აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

> თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;

2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრებით, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შესაძლებელია დამრიგებელმა კლასში დადგას "სურვილების ყუთი", სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად. ასეთ შემთხვევაში, დამრიგებელი მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.

სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10 - 15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35 - 40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებს და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს სჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.

სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ? ეს დაეხმარება დამრიგებელს შემდგომი შეხვედრების მეტად ეფექტიანად დაგეგმვაში.

ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდან დამრიგებელს შეუძლია თანაბრად დაინახოს ყველა მონაწილე და განსაზღვროს თითოეულის ჩართულობის ხარისხი. ასევე, შესაძლებელია სადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
 http://mastsavlebeli.ge


სადამრიგებლო  საათის  საკითხები


ჩატარების დრო
რიცხვი
სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობები
მიზანი
შენიშვნა
სექტემბერი

19
შენ და კანონი
მოსწავლეებს განუვითარდეთ მიზანსწრაფულობისა  და საკუთარი  თავის  გაცნობის  უნარი 

26
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
გავაცნოთ ბავშვთა  უფლებების  კონვენცია
ვესაუბროთ  მოვალეობებზე 


ოქტომბერი
3
თვითმმართველობა შენ და სკოლა
თანამშრომლობისა და პატივისცემლობის უნარის  განვითარება 

10
თვითმმართველების სამომავლო პროგრამა

17
ფუჭი სიცოცხლე ადრეული სიკვდილი
მოსწავლის პიროვნული განვითარება 

24
როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს
ჯანსაღი  ცხოვრების  წესების  შესწავლა 


31
დისკუსია „წამალდამოკიდებული“
მოსწავლის პიროვნული განვითარება 

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „კარები“
ნოემბერი
7
მარტოობა
მოსწავლის პიროვნული განვითარება 

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აქვე ქუჩაში“
14
დისკუსია

22
ეროვნული საგანძური
მოსწავლეების შემეცნებითიკულტურული  და შინაგანი  სამყაროს  განვითარება 

28
წინაპრების დანატოვარი საგანძური
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

დეკემბერი
5
მეგობრობა
მოსწავლის პიროვნული განვითარება 


12
სიყვარული
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მსხვერპლი“
19
დისკუსია

იანვარი
21
ლიპტყინულიანობა
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

28
უნდა გეშინოდეს თუ არა კრიტიკის
მოსწავლეებმა  გაიაზრონ   
რა  არის  ჯანსაღი  კრიტიკა
თებერვალი
4
ზვავი
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება

11
კლდეზვავი ქვათაცვენა
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

18
ძლიერი ქარი

25
სიმორცხვე
მოსწავლის პიროვნული განვითარება 

მარტი
4
უკვე დიდი ვარ
მოსწავლის  პიროვნული და სოციალური  დანვითარება 

11
დისკუსია

18
წყალდიდობა
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

25
მეწყერი ღვარცოფი

აპრილი
1
იუმორი ჩემს ცხოვრებაში
ჯანსაღი იუმორის ჩამოყალიბება

8
რელიგიური დღესასწაულები
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

15
დისკუსია

22
გაცნობა მისალმებით იწყება, ღიმილის ძალა
ზრდილობიანი  ადამიანის ჩამოყალიბება 

29
მეწყერი
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

მაისი
6
ჯგუფი თუ ინდივიდუალურობა
პიროვნული  განვითარება 


13
ეროვნული გმირები
მოსწავლეთა დაინტერესება ღირსეული წინაპრების თავდადება სამშობლოსადმი 

20
ტყის ხანძარი
მოსწავლეების შემეცნებითი  განვითარება 

27
წიგნი თუ კომპიუტერი

ივნისი
3
ექსკურსია
კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა. მიღებულ შთაბეჭდილებებზე მსჯელობის და საკუთარი აზრის  გადმოცემის უნარის განვითარება.

10


 

Комментариев нет:

Отправить комментарий